"აზოვსტალიდან ევაკუაცია სამხედროებს არ ეხება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაცია სამხედროებს არ ეხება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ბერძნულ გამოცემა EPT News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გაერო მსგავს პასუხისმგებლობას სამხედროებისა და დაჭრილების შესახებ არ იღებს. მისივე თქმით, გუშინ, გაეროსა და "წითელი ჯვრის" დახმარებით, ქარხნის თავშესაფრებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი გამოიყვანეს. 

"ვიცი, რომ ეს ევაკუაცია, სამწუხაროდ, არ ეხება არც სამხედროებს და არც დაჭრილ სამხედროებს. ისინი არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას. გაერო საუბრობს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანაში დახმარებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ

ცნობისთვის, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისიდან დაიწყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი