ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა "სბერბანკს" ლიცენზია გაუუქმა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა "სბერბანკს" ლიცენზია გაუუქმა - ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. ამის მიზეზი, როგორც ეროვნული ბანკი წერს, 2022 წლის 25 თებერვლიდან კლიენტების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი მიმართავს სასამართლოს "სბერბანკის" ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც, "სბერბანკი" ვერ შეძლებს დეპოზიტების მიღებას, სესხების გაცემას ან რაიმე სხვა საქმიანობის განხორციელებას ჩეხეთის რესპუბლიკაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი