
Apptopia-ს მიხედვით, Starlink-ს უკრაინაში ყოველდღიურად დაახლოებით 150 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს, - ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილო ფიოდოროვი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს და წერს, რომ Starlink-ის ტერმინალები სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის მუშაობს.
"ამჟამად Starlink-ის ტერმინალები მუშაობს სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის - სკოლები, საავადმყოფოები, სოფლის საბჭოები, სახანძრო განყოფილებები. კიევისა და ჩერნიგოვის განთავისუფლების შემდეგ, ოპერატორებმა დაიწყეს Starlink-თან ხელახლა დაკავშირება.
არის სოფლები, სადაც დაბომბვის შედეგად 10 კილომეტრი კაბელი გაწყდა. Starlink-ის ერთი სადგურის წყალობით, პროვაიდერმა შეძლო სწრაფად აღედგინა ინტერნეტი. ეს არის უნიკალური გამოცდილება Starlink-ის გამოყენებით და ის აქამდე არასოდეს ყოფილა მსოფლიოში", - წერს ფიოდოროვი
შეგახსენებთ, რომ მასკმა უკრაინისთვის თანამგზავრული ინტერნეტის Starlink-ის ტერმინალები 27 თებერვალს გახსნა.