
ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, რომელიც უკრაინაში რამდენიმე დღის წინ, ჩავიდა მოგზაურობის შესახებ პირველ კომენტარს The Daily Mail-თან ინტერვიუში აკეთებს.
მსახიობის თქმით, საშინელებაა იმის დანახვა, რა გავლენას ახდენს პუტინი უკრაინელი ბავშვების მთელ თაობაზე.
"ვამაყობ, რომ ვხედავ უკრაინელი ხალხის გამძლეობას, გამბედაობასა და ღირსებას. საშინელებაა იმის დანახვა, რა გავლენას ახდენს ომი უკრაინელი ბავშვების მთელ თაობაზე", - ამბობს ანჯელინა ჯოლი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ლტოლვილთა საკითხებში, ანჯელინა ჯოლი ლვოვში 30 აპრილს ჩავიდა.