კიდევ ერთი მძიმე ბრალდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით. ამჯერად უკრაინიული დაზვერვა საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად განიხილავს როგორც ქვეყანას, რომელიც კრემლთან მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლისა და რუსი
ოლიგაქრებისთვის დიდი ფულის გადარჩენის საშუალება გახდეს.
უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც ბრიტანული და ამერიკული სპეცსამსახურების ცნობებს ეყრდნობა, კიდევ ერთხელ ჩამოშალა მმართველი პარტიის ფასადური მხარდაჭერა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ.
ოლიგარქ ივანიშვილის გუნდის ლიდერები დღეს ერთიანი გზავნილებითა და იაფფასიანი სარკაზმით ცდილობდნენ თავის მართლებას. საგარეო უწყებაში უკრაინელი დიპლომატი დაიბარეს და ოფიციალური კიევისგან მორიგ ჯერზე მტკიცებულებები მოითხოვეს.