იდენტიფიცირებულია საოკუპაციო არმიის ათასამდე წარმომადგენელი, რომელებიც უმძიმეს სამხედრო დანაშაულში არიან ბრალდებული. სავარუდოდ მალე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება პუტინის ჯარის ერთ-ერთ მეთაურზე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა და ხელმძღვანელობდა ბუჩაში მოწყობილ გენოციდს. პარალელურად, სულ უფრო ძლიერდება უკრაინული არმია და თავდაცვა გარდამტეხმა
კონტრშეტევებმა ჩაანაცვლა.
განადგურებულია რუსების იარაღის საწყობი ჩერნიგოვს ოლქში. ჩამოგდებულია 10 უპილოტო საფრენი აპარატი და კუნძულ ზმეინთან ჩაძირულია ორი რუსული საპატრულო კატარღა.
მძიმე რჩება ვოთარება მარიუპოლში, სადაც საოკუპაციო ჯარმა განაახლა შეტევა აზოვსტალზე, თუმცა დღეს შესაძლებელი გახდა ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია.