​შოლცმა პუტინს უკრაინაში შეჭრის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, რომ დაასრულოს უკრაინაში შეჭრა და უაზრო მკვლელობები. განცხადება შოლცმა ინდოეთის პრემიერმინისტრთან, ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შოლცის თქმით, "მნიშვნელოვანია უკეთესი მომავლის მიღწევა, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომების წარმოებით, არამედ ეკონომიკური და ერთობლივი განვითარების შესალებლობებით".

გერმანიის კანცლერმა პუტინს ასევე უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საზღვრები ძალადობის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი