
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, მოლდოვა მზად უნდა იყოს, რადგან მისი აზრით, ის, შესაძლოა, უკრაინის მსგავსად, რუსეთის მსხვერპლი გახდეს. ამასთან დაკავშირებით გერაშენკომ ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს სურს სახმელეთო დერეფანი დნესტრისპირეთიდან ყირიმის მიმართულებით გაიყვანოს.
"რუსეთს სურს სახმელეთო დერეფანი დნესტრისპირეთიდან ყირიმის მიმართულებით გაიყვანოს. გზად სურს ოდესის აღებაც. მოლდოვა უნდა იყოს მზად, ვინაიდან ის შეიძლება ისეთივე მსხვერპლი გახდეს, როგორც უკრაინა. მოლდოვას სურს, რომ ჩვენი რუსეთი დავამარცხოთ და მორალურად გვეხმარება",-თქვა გერაშენკომ.
ცნობისთვის, გუშინ ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.