
"უახლოეს მომავალში ევროკავშირის ახალ სანქციებს ველოდებით. ეს პაკეტი რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების დასაბლოკად მკაფიო ნაბიჯებს უნდა მოიცავდეს. ტერორისტულ სახელმწიფოს წიაღისეულისთვის მილიარდი ევრო არ უნდა მიეცეს. ასევე ღირს მომზადება სანქციების შემდეგი ნაბიჯებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების დაბლოკვა მოგვიწევს, რადგან ამის გარეშე მოსკოვი ვერასდროს გაიგებს, რომ საერთაშორისო სამართალსა და ევროპაში მშვიდობას პატივი უნდა სცეს" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 68-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.