
ორგანიზაცია Human Rights Watch უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხცმების ფაქტებზე წერს და აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, ვინც სამოქალაქო პირებს ესხმის თავს ან ბრძანებას გასცემს, ომის დანაშაულზეა პასუხისმგებელი.
უფლებადამცველებმა უკრაინელების ჩვენებები გამოაქვეყნეს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან.
ორგანიზაცია წერს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში რუსეთის ძალებმა სამოქალაქო მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს სამ ცალკეულ ინციდენტში, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 3 დაიჭრა. HRW-ის ცნობით, ერთ შემთხვევაში ფურგონიდან რუსებმა კაცი ამოიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს.
"საერთაშორისო სამართლის ან/და ომის სამართლის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეიძლება იყოს თავდასხმების სამიზნე. ნებისმიერი, ვინც ბრძანებას გასცემს მსგავსი ქმედებების განხორციელებაზე, ან დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ, პასუხისმგებელი ომის დანაშაულზე. ომის ყველა მეთაურს, ვინც ასეთი დანაშაულის განხორციელების შესახებ იცის და არ აჩერებს მას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულისთვის", - წერს HRW.
Human Rights Watch-მა გამოკითხა ცხრა მოწმე, მკვლევარებმა მოინახულეს სამი ინციდენტის ადგილი და დაათვალიერეს ოთხი მანქანა, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იმ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინული ძალები არ იმყოფებოდნენ.