რუსმა ჯარისკაცმა თქვა, რომ 10 პირს ესროლა, დანარჩენები აღარ დაუთვლია - რას ყვება მარიუპოლიდან გამოსული გოგო

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა გოგო ყვება როგორ შეძლო გამოსულიყო მარიუპოლიდან, მას რუსების მიერ მოწყობილი ე.წ. ფილტრაციის ბანაკის გავლა მოუწია. მის ითქმით, მანქანაში ორი დღე-ღამე გაატარა. გოგო იხსენებს რუსი ჯარისკაცების საუბარს, ასევე, მამამისზე ძალადობას:

""ფილტრაციის ბანაკები რაიმე დასახლება არაა, ეს არის მანქანების კოლონები, სადაც მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, იმას რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აკეთებენ, ჩვენ მანქანებში ვაკეთებდით, საშინელება იყო, დამისივდა ფეხები, მთელი სხეული მტკიოდა. ორი დღე ღამე გავატარეთ ასე მანქანაში, როცა მამასთან ერთად მივდიოდი ფილტრაციაზე ვფიქრობდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა, ან როგორ შემეძლო უკრაინაზე უარი მეთქვა. 

არასდროს დამავიწყდება ორი რუსი ჯარისკაცის საუბარი, ერთმა კითხა რას უკეთებდა მათ ვინც ფილტრაციას ვერ გაივლიდა, მეორემ უთხრა, რომ 10-ს ესროლა დანარჩენები კი აღარ დაუთვლია. მამას ეკითხებოდნენ არა მხოლოდ უკრაინაზე და უკრაინის ხელისუფლებაზე, არამედ მის სამომავლო გეგმებზე, მისი პასუხები არ მოეწონათ, ჯერ ხელის კვრა დაუწყეს, მერე რაღაც მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, ამბობს რომ ამის მერე აღარაფერი ახსოვს", - ყვება გოგო.

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში გუშინ მეორედ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შემდეგ რუსეთმა შეტევა განაახლა. ქალაქში მშვიდობიანი მოსხალეობა, ქალები და ბავშვები ისევ რჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი