მტრის მიზანია რუბეჟნოეზე და პოპასნაზე სრული კონტროლი დაამყაროს - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები თავს ესხმის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს, აქტიურად ისვრიან ხარკოვის მიმართულებით, ასევე მძიმე ვითარებაა იზიუმში. 

გენშტაბის პრესსპიკერის, ოლექსანდრ შტუპუნის ცნობით, აგრესორის მიზანი, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუბეჟნოეზე და პოპასნაზე სრული კონტროლი დააყარებაა, ასევე ლემანსა და სლავიანსკიზე იერიშების დაწყება.

"ომის 69-ე დღეს, მტერი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას აგრძელებს. თავს ესხმის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს. ამ დრომდე გრძელდება დანაკარგების შევსება და სამხედრო რესურსის მობილიზება. ვორონეჟიდან უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა დამატებით სამხედრო ტექნიკა გადმოისროლეს. აქტიურად ისვრიან ხარკოვის მიმართულებით, მძიმე ვითარებაა იზიუმში. მტრის მიზანია აღმოსავლეთ ნაწილში, რუბეჟნოეზე და პოპასნაზე სრული კონტროლი დაამყაროს და ლემანსა და სლავიანსკიზე იერიშები დაიწყოს. ჩვენ გვჯერა ჩვენი არმიის, ერთად გავიმარჯვებთ", - ამბობს ოლექსანდრ შტუპუნი. 

ცნობისთვის, ომის მეორე ეტაპზე, რუსეთის მიზანი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე კონტროლის დამყარებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი