
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ კიევის ოლქში, კალინივკაში კიდევ ერთი სამარხი იპოვეს 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედით. მათ წამების კვალი აღენიშნებათ.
"წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები, ხელებშეკრული. კიევის ოლქის სოფელ კალინივკაში ვიპოვეთ კიდევ ერთი სამარხი, სადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოვაჩინეთ. კიდევ რმდენი ასეთი სამხედრო დანაშაული ხდება მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ ტერორის გზა აირჩია და ამიტომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელწიფოდ უნდა გამოცხადდეს", - ამბობს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის სოფლებში სამხედრო დანაშაულების გამოძიება ისევ გრძელდება.