მარიუპოლის მერის თქმით, ზაპოროჟიეში ევაკუირებული 14 ავტობუსიდან მხოლოდ 3 ჩავიდა

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ქალქში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გაგზავნილი 14 ავტობუსდიან მხოლოდ სამმა მიაღწია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დანარჩენ 11 ავტობუსში მყოფი ადამინების ბედი უცნობია.

"ჩვენ გვესმის, რომ 11 ავტობუსი სადღაც გაუჩინარდა, რომლებიც უნდა გადასულიყვნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს კონტროლირებად ნაწილში, მაგრამ ისინი სადღაც დაიკარგნენ. ისინი იკარგებიან "ფილტრაციის ცენტრებში", - თქვა მან.

მერის თქმით, მარიუპოლში ამჟამად ოთხი ასეთი "ფილტრაციის ცენტრია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი