
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ადიივკას შემოგარენი დაბომბეს, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებმა დილით დარტყმა მიაყენეს ავდიივკას, კერძოდ, ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლს. მისი ცნობით, სულ დაზიანებულია 8 სახლი.