აზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა - აზოვის ბატალიონი

გამოქვეყნდა:

აზოვის ბატალიონის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზე გუშინ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი დაიღუპა.

აზოვის ბატალიონი მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ მოხდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდეს.

ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხანაში ასობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ისევ რჩებიან. ადგილზე გამარებულები არიან სამხედროებიც. ევაკუაციის შემდეგ რუსეთმა ტერიტორიაზე იერიშები განაახლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი