უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს | თავისუფალია 7 სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა მოხდა. ინფორმაციას, უკრაინული მედია, უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"სახლში უკრაინის 14 მოქალაქე დაბრუნდება, რომელთა შორის 7 სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქეა" - თქვა მან. 

ვერეშჩუკის ინფორმაციით, ასევე აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებულია 150 ადამიანი, რომელთა შორის 20 ბავშვია.

https://t.me/nexta_live/27469

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა დღეს ტყვეები მერვედ გაცვალეს.

ტყვეების პირველი გაცვლა 24 მარტს მოხდა - უკრაინამ 10 ოკუპანტის სანაცვლოდ 10 სამხედრო დაიბრუნა. გარდა ამისა, ამ გაცვლის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო 19-მა უკრაინელმა მეზღვაურმაც.

1 აპრილს ცნობილი გახდა პატიმართა მეორე გაცვლის შესახებ: უკრაინამ მოახერხა 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, მათგან 15 ქალის.

მესამე გაცვლა 9 აპრილს მოხდა. შედეგად გათავისუფლდა 12 უკრაინელი სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე.

მეოთხე გაცვლა  14 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად გათავისუფლდა 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

მეხუთე გაცვლა 19 აპრილს, რომლის შედეგად გათავისუფლდა 60 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და 16 მშვიდობიანი მოქალაქე.

მეექვსე გაცვლა 22 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად თავისუფალია 10 უკრაინელი სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე,

მეშვიდე ჯერზე კი გათავისუფლდა 33 სამხედრო და 12 მშვიდობიანი მოქალაქე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი