"გაზპრომის" და "ლუკოილის" საეჭვო აქტიურობა. "ანტიკორუფციული მოძრაობა" ამტკიცებს, რომ ორი რუსული ენერგოგიგანტი საქართველოს გავლით კონტრაბანდულ არხებს ჭრის.
დღეს ორივე სანქცირებული კომპანიის სატვირთო შემადგენლობები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა - რკინიგზის თბილისის მონაკვეთზე გაზპრომის ცისტერნების ეშელონმა ჩაიარა. ბათუმში კი მეორე დღეა დგას პორტ კავკაზიდან შემოსული ტანკერი ლუკოილის ნავთობით.
ოფიციალური პირები ინფორმაციას არ ავრცელებენ. მათი განმარტებები უფრო თავის მართლებას გავს, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რუსული სანქცირებული პროდუქციის უკანონო ლეგალიზებაში "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები მონაწილეობენ.