"რუსეთიდან მიმაქვს ჩემი ბრენდები... ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს!" | რუსი მილიარდერი ოლეგ ტინკოვი ქვეყანას ტოვებს

გამოქვეყნდა:

"მშვიდობით ტინკოფ ბანკო, მშვიდობით რუსეთო" - ამის შესახებ რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი ოლეგ ტინკოვი Instagram-ზე წერს და განმარტავს, რომ რუსეთში ბიზნესს წყვეტს და უკრაინას ამ ომში გამარჯვებას უსურვებს. 

"რუსეთში აღარაფერი დამრჩა და ეს რუსეთისთვის ცუდია. მე იმ მცირერიცხოვანთაგან ვიყავი, ვინც მოახერხა და რეჟიმის მიუხედავად ნულიდან 4 სხვადასხვა ბიზნესის აშენება შეძლო. ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყანა საბოლოოდ გადაიჩეხა არქაიზმში, პეტერნიზმსა და "დაკიდებაში" - წერს ის. 

ის ასევე წერს, რომ საკუთარი აზრის ქონის გამო მუქარა მასზე, როგორც ადამიანზე, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, აჩვენებს რეჟიმის საბოლოო დეჰუმანიზაციას.

"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, მოვკვდე მილიარდებით, მაგრამ ვიყო „არამზადა, მშიშარა და ჩმორი“, როგორც რუსეთის ოლიგარქების 90%. მშიშრებო, ერთი სიცოცხლე გაქვთ და ადამიანივით უნდა იცხოვროთ. ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. ისინი ჩემს ოჯახს ეკუთვნის და არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცების და უკრაინელების სისხლით! უკრაინა გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას - ასე გვასწავლიდნენ სკოლაში! ყველას სიკეთესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს ტინკოვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი