პუტინი-მაკრონის საუბარი 2 საათს გაგრძელდა | რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით 
ესაუბრა. საუბარი 2 საათს გაგრძელდა. 

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, მაკრონმა პუტინი გააფრთხილა, რა შედეგები მოჰყვება უკრაინაში ომს და "დამანგრეველი აგრესიის" დასრულებისკენ მოუწოდა. ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, მაკრონმა ასევე "ღრმა შეშფოთება გამოხატა მარიუპოლსა და დონბასის რეგიონში არსებული ვითარების გამო".

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას. კრემლის განცხადებით, პუტინი მაკრონს ესაუბრა "დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის პროგრესზე", ასევე "ნაცისტების მიერ დაკავებული" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე აზოვსტალის ქარხნიდან. ასევე პუტინის მტკიცებით, კიევის ხელისუფლების "მოუმზადებლობის" მოუხედავად, მოსკოვი დიალოგისთვის კვლავ მზად არის.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გაიმეორა, რომ მას სურს პუტინთან პირდაპირი საუბარი.

ასევე კრემლის განცხადებით, მაკრონმა საუბრისას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა. პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სიტუაციას ართულებს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი