
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა მარიუპოლიდან რუსეთში ან მათ მიერ ოკუპირებულ დონეცკში თითქმის 40 000 ადამიანი გადაასახლეს.
"ჩვენ უკვე გადავამოწმეთ იმ ადამიანების სიები, ვინც მარიუპოლიდან რუსეთში ან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გადაასახლეს. ახლა მათ ამ სიების დამალვა დაიწყეს. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ყველაფრის გადამოწმება არ შეგვიძლია, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას",-თქვა ბოიჩენკომ.
როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, რუსი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ ნაწილში ან ციმბირში ასახლებენ და მათ სხვადასხვა სამუშაოსთვის იყენებენ. მისივე თქმით, მათ გადასახლების ცნობას აძლევენ და დამამცირებელ შრომაში რთავენ.