ირპენის მერის ცნობით, ქალაქში, გათავისუფლების შემდეგ, სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, რუსებისგან ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში, სულ მცირე, 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 

მარკუშინის თქმით, დაღუპულთაგან 185 იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილთა უმეტესობა კაცია, მათ შორის არის ერთი ბავშვიც. 

ირპენის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სულ მცირე, 5 ადამიანის დაღუპვის მიზეზი თავის ტვინის დაზიანებები და შიმშილი იყო. ხუთი ადამიანი კი ოკუპანტებმა ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში დახვრიტეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი