
რივნეს ოლქში ერთმანეთს საწვავის გადამზიდი სატვირთო, ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. უკრაინის პოლიციის ცნობით, დაიღუპა 16 ადამიანი. ასევე, ცნობილია, რომ დაშავებულია 6 პირი.
შემთხვევა დუბენსკის რაიონის სოფელ სიტნოიეს მახლობლად, "კიევ-ჩოპის" გზატკეცილზე მოხდა. მოძრაობა ამ მონაკვეთზე სრულად დაკეტილია.