ჯო ბაიდენი ალაბამაში "ჯაველინის" მწარმოებელი ქარხნის მუშებს ხვდება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ალაბამაში ჯაველინის მწარმოებელი ქარხნის მუშებს შეხვდა. ბაიდენმა მუშებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ისინი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. 

"მე ყოფილვარ ბრძოლის ველზე, სადაც ეს რაკეტები გამოიყენეს და ბევრჯერ ვიყავი ერაყსა და ავღანეთში...რაც თქვენ შექმენით, შთამბეჭდავია....მე მინდოდა ჩავსულიყავი ალაბამაში, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ამერიკელმა ხალხმა იცის იმ სამუშაოზე, რომელსაც ეს დაწესებულება აკეთებს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად... მოვედი, რომ გითხრათ მადლობა, მადლობა, მადლობა", - თქვა ბაიდენმა.

 ცნობისთვის, ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს აწარმოებენ, რომლებიც ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი