
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული ჯარები ცდილობენ გააძლიერონ კონტროლი უკრაინაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე, მიუხედავად იმისა, რომ წინსვლასთან დაკავშირებით წარუმატებლობის წინაშე დგანან.
დაზვერვის განახლებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ბატალიონის 22 ტაქტიკური ჯგუფი განათავსა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქ იზიუმთან. უწყება ვარაუდობს, რომ ჯარები ქალაქების კრამატორსკისა და სევეროდონეცკისკენ დაიძვრებიან.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდება "გაამყარებს რუსეთის სამხედრო კონტროლს" დონბასის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში და შექმნის ახალ ეტაპს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ოპერაციებში.