
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები "საიმედო ბლოკადაში არიან".
"მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ბლოკადაში არიან. ჩვენი მხრიდან გაკეთებული არერთი შეთავაზება, გამოეშვათ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაეყარათ იარაღი, უარყოფილ იქნა. ამ დრომდე ვცდილობთ მათ დათანხმებას.
დასავლეთი უკრაინის იარაღით მომარაგებას განაგრძობს, რაც ნიშნავს რომ, ნებისმიერი სამიზნე, რომელიც უკრაინის შეარაღებულ ძალებს უკავშირებდა, ჩვენი არმიისთვის კანონიერი სამიზნეა", - თქვა შოიგუმ.
მისივე განცხადებით, რუსეთის ძალები დონეცკსა და ლუგანსკში კონტროლის დამყარებას აგრძელებენ. შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსი სამხედროები "მოქალაქეებს იცავენ" და მათ "უსაფრთხო ტერიტორიაზე" გაყვანას ახორციელებენ.