რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის პრემიერსა და მინისტრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა "განუსაზღვრელი ვადით" აუკრძალა.

რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალათ პრემიერის კაბინეტის წევრებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ასევე პარლამენტის წევრებსა და სამხედროებს.

"ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ წამოიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიუღებელი რიტორიკა, მათ შორის ცილისწამება და პირდაპირი მუქარა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც RIA ავრცელებს.

შეგახსენებთ, მარტიდან იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სერია დააწესა, მათ შორისაა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივების გაყინვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი