
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ არ არსებობს შანსი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას 9 მაისს ომი გამოუცხადოს. მან ამ ინფორმაციას "სისულელე" უწოდა.
CNN-ის კითხვას, რა შანსები არსებობს, რომ პუტინმა ომი გამოაცხადოს "გამარჯვების დღეს", პესკოვმა უპასუხა:
"არაფერი" და დასძინა: "არა, ეს სისულელეა"
პესკოვმა, ასევე, უარყო ინფორმაცია, რომ პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს "გამარჯვების დღე" ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოსაცხადებლად.
დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ პუტინი გამოიყენებდა ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას, რათა გამოაცხადოს ან სამხედრო მიღწევა უკრაინაში, ან საომარი მოქმედებების ძირითადი ესკალაცია - ან ორივე ერთად. იხილეთ ასევე: