უკრაინა ბულგარეთს დახმარებას სთხოვს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბულგარეთ დახმარება სთხოვა დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში. ინფორმაცია სახელმწიფო მედია BNT-მ გაავრცელა.

უკრინის ელჩმა ბულგარეთის პარლამენტს წარუდგინა ზელენსკის წერილი, სადაც ზელენსკი იმედოვნებს, რომ ბულგარეთი დაეხმარება კიევს უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებაში და გააგრძელებს ომისგან გაქცეულ უკრაინელებს დახმარებას.

უკრაინა იმედოვნებს, რომ ბულგარეთი გააგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მედიკამენტების, ტანსაცმლისა და საკვების ჩათვლით.

მედია წერს, რომ ზელენსკი წერილში იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა, ელექტროენერგიის და გაზის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში გაგრძელდება.

ბულგარეთის პარლამენტი ოთხშაბათს გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს თუ არა უკრაინას სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი