
Associated Press-ის მოკვლევის თანახმად, 16 მარტს, რუსი ოკუპანტების მიერ, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე მიტანილი იერიშის შედეგად, 600-მდე ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, გადარჩენილთა ცნობით, საჰაერო დარტყმის დროს, თეატრში 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გადარჩენილთა რაოდენობა 200-ზე მეტს არ აღემატება.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. იმის გამო, რომ ტერიტორია ნანგრევებით იყო ჩაკეტილი, მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დრომდე უცნობია.