გერმანია კორონავირუსის ხელახალი გავრცელების საფრთხის წინაშე დგას - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცის მინისტრმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. შპან იენსის თქმით, ჩრდილოეთ ნაწილში ეპიდემიის უეცარი აფეთქება ქვეყანაში ვირუსის ხელახალი გავრცელების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთვრობამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატების გამო ორი რეგიონი მთლიანად ჩაიკეტა. ამ დროისათვის, გერმანიაში კორონა ვირუსის 190 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 9 ათასამდე პაციენტი კი გარდაცვლილია.