
აზოვის პოლკთან, რომელიც ომის დაწყების დღიდან საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, კავშირი გაწყვეტილია. უცნობია, რა ხდება აზოვსტალის შიგნით, რომელზეც კრემლმა ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. სასტიკი შეტაკებების შემდეგ პუტინის არმიამ ტერიტორია დაიკავა, სადაც მიწისქვეშ ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და დაჭრილები.
დღეს მათი უსაფრთხო ევაკუაციის მოთხოვნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხალხი თურქეთის საელჩოსთან შეიკრიბა. ის, რაც ახლა მარიუპოლში ხდება, რეალურ ჯოჯოხეთს გავს. კრემლის დიქტატორისთვის მთავარი მიზანია 9 მაისის აღლუმამდე მარიუპოლის სრულად ოკუპაცია და ამისათვის რუსული ჯარი არც ერთ აკრძალულ მეთოდზე ამბობს უარს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი