"აშშ მზადაა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ჯო ბაიდენის თქმით, აშშ მზად არის რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

"ამ კვირაში დიდი შვიდეულის წევრებს ვესაუბრები იმასთან დაკავშირებით, რის გაკეთებას ვაპირებთ ან არ ვაპირებთ",-თქვა ბაიდენა.

ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა დღეს სანქციების დეტალებზე ისაუბრა. სანქციები შეეხება სამხედრო მაღალჩინოსნებს. ამასთან, განიხილება რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვა. როგორც ლეიენმა აღნიშნა, მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასრულებას. მისივე თქმით, მთელი რუსული ნავთობი ეტაპობრივად გაუქმდება. ნედლი ნავთობი ეტაპობრივად შემცირდება 6 თვეში, ხოლო რაფინირებული პროდუქტები 2022 წლის ბოლოს.

ევროკავშირის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმაც. დამატებითი შეზღუდვები რუსულ ბიზნესსა და მედიას დაუწესდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი