უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართავში უარყო რუსეთის მხარის მტკიცებები, რომ მარიუპოლი სრულად რუსული კონტროლის ქვეშაა. კულებას თქმით, მარიუპოლი კვლავ დგას.  

როგორც მან აღნიშნა, რუსული ძალები ყოველდღიურად თავს ესხმიან იქ მყოფ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის დაბომბვებითა და საარტილერიო ცეცხლით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასულ დღეებში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გაეროს ეგიდით ადასტურებს, რომ "სადაც რუსეთში პოლიტიკური ნებაა, მექანიზმი მუშაობს".

"მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ძალიან ერიდებიან ხალხის გამოშვებას და ყოველი შემდეგი ნაბიჯი მოითხოვს დიდ შრომასა და რუსეთზე დიდ ზეწოლას" - თქვა მან..

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი