
მიკოლაევის მერის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, მიკოლაევის ოლქში, მიუხედავად ომისა, ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. უცროური მედიის ცნობით, ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მისი მოადგილე ნიკოლაი მარინოვი ტუროპერატორებისგან ინფორმაციას აგროვებს.
"იმ დასასვენებელ ცენტრებს, რომლებსაც დახურული აუზები აქვთ, შეუძლიათ, იმუშაონ. ისეთ ადგილებში კი სადაც ზღვაზეა გასასვლელი, საკითხს სამხედროებთან ერთად ვამუშავებთ. განიხილება პლაჟების გახსნაც მაგრამ თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, იქ ხალხის კონცენტრაცია შეიზღუდება... ვფიქრობ, სეზონს მაინც გავხსნით, ამისკენ ვისწრაფით, რადგან მიკოლაევის რეკრეაციულ ზონებში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ზოგიერთ ქალაქში" - ამბობს ის.