"არ შეიძლება, პატრიარქი პუტინის მსახური გახდეს" | რომის პაპი რუსეთის პატრიარქს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს რუსეთის პატრიარქ კირილს, არ იყოს "პუტინის მსახური" და არ გაამართლოს უკრაინაში შეჭრა. ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მან თქვა, რომ კირილს Zoom-ში 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა.

"მოვუსმინე და შემდეგ ვუთხარი: მე არაფერი მესმის, ძმაო, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, არ შეგვიძლია ვიხმაროთ პოლიტიკის ენა. უნდა ვისაუბროთ იესოს ენაზე. ჩვენ ერთი და იმავე წმინდა ხალხის მწყემსები ვართ და მშვიდობის გზა უნდა ვეძებოთ იმისთვის, რომ სროლებს ბოლო მოეღოს" - თქვა რომის პაპმა. 

პაპმა ფრანცისკენ კირილს მოუწოდა, არ გაჰყოლოდა პრეზიდენტ პუტინს: "არ შეიძლება, პატრიარქი პუტინის მსახური გახდეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი