"აზოვსტალის ყოფილმა, მოღალატე თანამშრომელმა, ოკუპანტებს ქარხნის საიდუმლო გვირაბები აჩვენა" - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, რუს სამხედროებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.

"რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს. ელექტრიკოსი, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა. მოღალატეებისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, გუშინ რუსებმა გვირაბზე შტურმი დაიწყეს",-თქვა გერაშენკომ.

ცნობისთვის, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 30 აპრილს დაიწყო. ევაკუაციის შემდეგ ქარხანაზე თავდასხმები განახლდა. დღეს კი რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი