რუსეთი ამბობს, რომ დღეიდან 7 მაისის ჩათვლით, "აზოვსტალიდან" მოქალაქეებს ევაკუაციის უფლებას მისცემს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მაისს განაცხადა, რომ დაუშვებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას მარიუპოლის "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან. პროცესი რუსეთის ცნობით ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა 5, 6 და 7 მაისს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

განცხადებაში უკრაინელი სამხედროები ნახსენები არ იყო, რომლებიც ასევე "აზვოსტალის" ქარხანაში არიან და ამ დრომდე იბრძვიან.

"მითითებულ პერიოდში, რუსეთის შეიარაღებული ძალები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები ცალმხრივად წყვეტენ საომარ მოქმედებებს, ქვედანაყოფები გავლენ უსაფრთხო მანძილზე და უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც ისინი აირჩევენ", - წერია განცხადებაში.

4 მასს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტები "აზვოსტალის" ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ადგიზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქარხანას თავს ასობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები აფარებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი