
The New York Times ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შტატებმა წარმოადგინა დაზვერვის მონაცემები რუსული შენაერთების შესახებ, რამაც საშუალება მისცა უკრაინელებს, მიზანში ამოეღოთ და მოეკლათ რუსი გენერლები.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ფრონტის ხაზზე დაახლოებით 12 გენერალი მოკლეს.
მიზნობრივი დახმარება ბაიდენის ადმინისტრაციის კლასიფიცირებული ძალისხმევის ნაწილია, რაც უკრაინისთვის, რეალურ დროში ბრძოლის ველზე დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ეს ინფორმაცია, ასევე, მოიცავს რუსეთის ჯარების მოსალოდნელ მოძრაობებს, რაც მიღებულია ამერიკის ბოლოდროინდელი შეფასებებიდან დონბასის რეგიონში მოსკოვის საიდუმლო საბრძოლო გეგმის შესახებ.
ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს იმის დაზუსტებაზე, თუ რამდენი გენერალი დაიღუპა აშშ-ს დახმარების შედეგად. აშშ-მ ყურადღება გაამახვილა რუსული სამხედროების მობილური შტაბის შესახებ ადგილმდებარეობისა და სხვა დეტალების მიწოდებაზე.
ამერიკელი ოფიციალური პირები არ აღწერენ, თუ როგორ მოიპოვეს ინფორმაცია რუსული ჯარების შტაბ-ბინის შესახებ, იმის შიშით, რომ მათი შეგროვების მეთოდებს საფრთხე არ შეექმნას. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები იყენებდნენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კომერციულ თანამგზავრებს რუსული ჯარების გადაადგილების დასაკვირვებლად.