
დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა შემდგომი დახმარების პაკეტი უკრაინისა და მის საზღვრებში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის განცხადებით, 45 მილიონი ფუნტის (57 მილიონი აშშ დოლარი) პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად.
"ბრიტანული დახმარება უკრაინაში ყველაზე დაუცველებს უჭერს მხარს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან", - თქვა მინისტრმა.
BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება: