
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ საქართველო და მოლდოვა შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
მისი თქმით, ამერიკა ერთგულია ამ ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"საქართველოც და მოლდოვაც, ჩვენი - შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ ვაჩვენეთ ეს ერთგულება მრავალი გზით. რაც შეეხება მოლდოვას, ვფიქრობ, ამაზე სამშაბათს ვისაუბრეთ. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი ჩვენს მოლდოველ კოლეგებთან. მდივანი ბლინკენი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კიშინოვში, სადაც შეხვდა მოლდოვის ხელმძღვანელობას", - თქვა პრასიმა.
კითხვაზე იგეგმება თუ არა რაიმე მოლაპარაკება რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და რუსული აგრესიის ფონზე საქართველოსთან, პრაისმა უპასუხა:
"ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშაულებით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. ეს რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენებთ ამის საპასუხოდ, თუ როგორ ვაძლევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმას, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური რუსული აგრესიის ამ საშინელი მაგალითის წინააღმდეგ - ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს", - თქვა პრაისმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს.