რუსეთი ამჯერად ამტკიცებს, რომ უკრაინელები მოიხმარენ ნარკოტიკს, რაც მათ "უნივერსალურ ჯარისკაცებად" აქცევს

გამოქვეყნდა:

რუსეთის კიდევ ერთი ახალი პროპაგანდა - სახელმწიფო მედია RIA Novost-ი ამტკიცებს, რომ სეპარატისტული, არაღიარებული ლუგანსკის რესპუბლიკის მებრძოლებმა ე.წ. სამხედრო ნარკოტიკი იპოვეს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები მოიხმარდნენ.

მათი მტკიცებით, ეს უკრაინელ სამხედროებს "უნივერსალურ ჯარისკაცებად" აქცევს. სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ პრეპარატი "დონეცკის რესპუბლიკის მილიციამ" აღმოაჩინა რუბეჟნოეში, მიტოვებულ სანგრებში.

"ეს ე.წ. სამხედრო საანესთეზიო საშუალებაა, რომელითაც უკრაინელი ბოევიკები სარგებლობენ. მეც და ჩვენმა მებრძოლებმაც, არაერთხელ ვნახეთ, რომ ისინი შეშლილი თვალებით ტანკებს ავტომატებით უვარდებოდნენ. შეიძლება ეს ის პრეპარატია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ლაბორატორიებში მზადდება, ეს არის ნივთიერება, როცა ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს და მოკლედ უნივერსალური ჯარისკაცი ხდება", - ამბობს მილიციის მოსამსახურე.

მანამდე ოკუპანტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინელმა სამხედრომ, რომელიც მათი მტკიცებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, დონბასში ორი კოლეგა მოკლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი