კიევის ოლქში 2 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს - ისინი რუსებმა ჯერ ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს

გამოქვეყნდა:

კიევის ოლქში, ვიშგოროდის რაიონში კიდევ ორი კაცის ცხედარი იპოვეს. კიევის რეგიონის პოლიცია აცხადებს, რომ მათ ოკუპანტებმა ესროლეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს.

დაღუპულები 22 და 23 წლისები იყვნენ.

"25 თებერვალს, ოკუპანტება დაცხრილეს მანქანა, რომელშიც ორი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ოკუპანტებისთვის - რუსებმა მძიმე ტექნიკით გადაუარეს მანქანას, რომელშიც ხალხი იყო", - წერია პოლიციის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ახალგაზრდების ცხედრები დასაკრძალად ნათესავებს გადასცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი