
კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი სამხედროები მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაში შეიჭრნენ და ტერიტორიას უტევენ.
უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ შეტევა განუწყვეტლივ მიმდინარეობს და რუსეთი ცდილობს "აზოვსტალში" დარჩენილები გაანადგუროს.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გააუქმა ფოლადის ქარხანაზე თავდასხმის გეგმები. მისი თქმით, სანაცვლოდ პუტინმა თავდაცვის მინისტრს უბრძანა დაეხურა ქარხანა "ისე, რომ ბუზმაც ვერ გაიფრინოს".
ცნობისთვის, მარიუპოლში ისევ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, "აზოვსტალის" ქარხანას თავს ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებენ.
იხილეთ ასევე: