
მარიუპოლის მცველი, "აზოვის პოლკის" მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მსოფლიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებს .
ის მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა დაღუპული გმირების გადასასვენებლად, რათა უკრაინელები თავიანთ გმირებს დაემშვიდობონ,
"უკვე მესამე დღეა, რაც მტერი აზოვსტალის ტერიტორიაზე შემოვიდა. მძიმე სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობდა, ქალაქის მცველები უკვე, 71 დღეა გმირულად იბრძვიან და მტრის ძლიერ არმიას მედგრად წინააღმდეგობას უწევენ. ყველამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სამშობლოს ერთგულება. ოკუპანტებმა სიჩუმის რეჟიმი კიდევ ერთხელ დაარღვიეს და სარდაფებში დადუმებულ მშვიდობიან მოსახლეობას გამოსვლის საშუალება არ მისცეს, მოვუწოდებ მსოფლიოს, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელონ.
პირადად მივმართავ ქვეყნის მთავარ სარდალს, აქ არიან დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც არასათანადო მკურნალობის გამო იღუპებიან . გაასვენეთ დაღუპული ჯარისკაცები, რათა უკრაინელებმა შეძლონ პატივი მიაგონ გმირებს. სათანადოდ უპასუხეთ გამოწვევებს კრიტიკულ სიტუაციაში. აქ მტერი არ იცავს ეთიკურ ნორმებს, კონვენციებს და კანონებს, ისინი ანადგურებენ მშვიდობიან ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, ოკუპანტები ასე დაუსჯელობის გამო მოქმედებენ, დიდება უკრაინას", - ამბობს სვიატოსლავ პალამარი.