ხარკოვის ზოოპარკიდან ევაკუაციისას, რუსებმა 15 წლის მოხალისე მოკლეს

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ზოოპარკიდან აფრიკული კამეჩების ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ინფორმაცია ზოოპარკის მფლობელმა, ოლეკსანდრ ფელდმანმა გაავრცელა.

ამბობს, რომ სროლის შედეგად მძიმედ დაზიანდა ორი ადამიანი: "ექიმები მათ გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და კვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭი ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი