ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტსა და მთავრობას უკრაინაში იწვევს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა bild ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკსა და შტაინმაიერს შორის, სატელეფონო საუბარი 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის ანდრეი ერმაკის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარსული უკან დატოვონ და მომავალ თანამშრომლობაზე გაამახვილონ ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვოლოდიმერ ზელენსკიმ, გერმანიის პრეზიდენტს კიევში მასპინძლობაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაღიზიანება გამოთქვა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ის ასევე არ გეგმავს უკრაინაში ვიზიტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი