იდეისა და სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები - მებრძოლები, რომლებიც სიცოცხლეშივე გამოცხადდნენ გმირებად და მათი ბრძოლა სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითად არის აღიარებული. პოლკი აზოვი დღეს მსოფლიოში ყველზე ცნობილი და ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთია და დღეს ამ დაჯგუფებას 8 წელი შეუსრულდა.
შენაერთი, რომელიც 2014 წელს მხოლოდ მარტივი პატრულირების მიზნით შეიქმნა რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის პერიოდისთვის ნამდვილ საბრძოლო ერთეულად ჩამოყალიბდა და ძალიან დიდი წვლილი ამაში ქართველებსაც მიუძღვის.
დღეს, რუსეთთან ომის ყოველი დღის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო აზოველების გზავნილს ელის და აზოვსტალის ბუნკერში გამაგრებული მებრძოლები ყოველდღე ატყობინებენ თვისუფლების მოყვარე სამყაროს, რომ ბრძოლა გრძელდება.