აზოვსტალზე განხორციელებული სასტიკი იერიშისა და მაშტაბური თავდასხმის მიუხედავად, საოკუპაციო ჯარის მისია კვლავ შეუსრულებელია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორია, როგორ მოახერხა პუტინის არმიარ თითქმის სამი თვის განმავლობაში აუღებელ ტერიტორიაზე შეღწევა.
ოფიციალური კიევი პირდაპირ აცხადებს, რომ აზოველებს უღალატეს და ამ გზით გახდა შესაძლებელი შიდა ტერიტორიის ნაწილის დაკავება. პარალელურად ვრცელდება კადრები ე.წ ფილტრაციის ბანაკიდან, სადაც უკრაინელი მამაკაცები ყავთ დატყვევებული.
ფრონტის ხაზზე უმძიმეს ვითარებასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერდება დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა. დონორი სახელმწიფოების დახმარებით შესაძლებელი გახდა დამატებით რამდენიმე მილიარდის მიწოდებ ომში მყოფი ქვეყნისთვის.