ზელენსკიმ ჯონსონს შორ მანძილზე მოქმედების იარაღი სთხოვა 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს  შორ მანძილზე მოქმედების იარაღი სთხოვა. ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

„ლიდერებმა განიხილეს ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნები, მათ შორის გრძელვადიანი შეიარაღების უზრუნველყოფა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია ბრიტანული მხარის განცხადებაში. 

გავრცელებული განცხადების თანახმად, სატელეფონო ზარის დროს ჯონსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ვალდებულება. უკრაინას ომის დანაშაულებებზე მტკიცებულებების შეგროვებაში ,მხარი დაუჭიროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი